ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო. რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები აშენდა. ასევე სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ახალი დასასვენებელი სივრცე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,ზღვისუბნის მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე ნამდვილად განსაკუთრებულია, რამდენადაც კომპლექსი აერთიანებს როგორც სპორტულ სივრცეს, ისე სათამაშო მოედნებსა და საბავშვო ატრაქციონებს. სწორედ ასეთი სივრცეები იძლევა თაობებზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესაძლებლობას. ულამაზესი სკვერი, გასართობი მოედანი, ატრაქციონები, კალათბურთისა და ფეხბურთს მოედნები ტრიბუნით, საპარკინგე ზონა, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა - ეს ის ჩამონათვალია, რაც ზღვისუბანში მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა’’. - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.