თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოქალაქეების ტრადიციული მიღება გამართა.
მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლების საჭიროებები, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ეხებოდა, საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა პირადად მოისმინა, მოსახლეობასთან ერთად მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა და კანონის ფარგლებში მოქალაქეებს შესაბამისი კონსულტაცია და დახმარება გაუწია.
მოქალაქეების მიღების შემდგომ, ზურაბ აბაშიძემ ბიუროში შესული წერილები დეტალურად განიხილა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, სხვადასხვა ინსტანციებთან შუამდგომლობების მომზადება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მათთან პირისპირ შეხვედრებს ყოველკვირეულად გამართავს.