თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის #42 ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი შენობა დაათვალიერა.
აღნიშნული შენობა, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, თბილისის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, გაამაგრა და სადარბაზოს რესტავრაცია განახორციელა.
ზურაბ აბაშიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა. მთაწმინდის მაჟორიტარმა წევრმა საკრებულოში შენობის ფასადის რეაბილიტაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ინტერიერის მოხატულობა კი, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.