თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ზემო ჩუღურეთში არსებულ რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო-გადახურვითი სამუშაოები მოინახულა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, რაიონის მოსახლეობა 24 ივნისს მომხდარმა სტიქიამ დააზარალა და კუმისის, არსენალის, სამრეკლოს, თოიძისა და ასპინძის ქუჩებზე არსებულ სახლებს სახურავები მთლიანად და ნაწილობრივ გადახადა.
„ძლიერმა ქარიშხალმა რაიონის 40 მისამართზე არსებული სახლის სახურავი დააზიანა. მათ შორის შვიდ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. სტიქიის შემდეგ, მოსახლეობისა და გამგეობის ერთობლივი მყისიერი რეაგირების შედეგად, სარემონტო შესაკეთებელი სამუშაოები დაიწყო.
დღეს შვიდ სახლს სახურავი მთლიანად ეცვლება, დანარჩენ სახლებში კი შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც უმოკლეს ვადებში დასრულდება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024