თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ მისსავე ოლქში თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.
საბურთალოზე, ვეძისი-ლისის ტბის დასახლების მიმართულებით მოძრავი N29 ავტობუსი ახლით ჩანაცვლდა.
ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსები აღნიშნულ მარშრუტზე დღეს პირველად გავიდნენ.
„ავტობუსების სიმცირის და სიძველის გამო ვეძისის და ლისის ტბის დასახლების მცხოვრებლებისთვის აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა არაკომფორტული იყო. ავტობუსები დიდი ინტერვალით მოძრაობდნენ, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა. ამიტომ დედაქალაქის მერიამ ამ მიმართულებით მოძრავი ძველი ავტობუსები ახალით ჩაანაცვლა’’,-განაცხადა დავით უთმელიძემ და აღნიშნა, რომ ძველი ავტობუსების თანამედროვე სტანდარტების ავტობუსებით ჩანაცვლება მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.