თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე, ამავე რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა: LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, ძელსკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორებიც განთავსდება.
სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები გამოიყენება და წყალ-მცენარეებით დეკორირებული აუზი მოეწყობა, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.