კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ და გაეროს კვირეულის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 950 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხის ნერგები დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მსგავსი აქციები ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ახალგაზრდების ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც გარემოზე ზრუნვაა.
კამპანიაში „გაამწვანე ვარკეთილი“, რომელიც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით იმართება, მონაწილეობა მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და ახალგაზრდებმა მიიღეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024