თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სამგორის რაიონის გამგებელთან კახა სამხარაძესთან ერთად, ვარკეთილის მეურნეობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. ჭავჭავაძის ქუჩაზე 4600 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშა კომუნიკაცია და მოეწყო ახალი ბორდიურები. გზის რეაბილიტაცია, 2 თვეში დასრულდება.
„ვარკეთილის მეურნეობაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 4600 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობა იყო, რაც მოსახლეობას ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა. დღეს, რაიონის გამგებელთან ერთად, სამუშაოებს ადგილზე გავეცანი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობა უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის გზის საფარის დაგება მიმდინარეობს. ჭავჭავაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2 თვეში დასრულდება”- განაცხადა გიორგი ტყელაძემ.