ვარკეთილის მესამე მასივში, კახნიაშვილის ქუჩაზე, დღეს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, სამგორის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც დოხტურიშვილმა განაცხადა, სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება. მისივე თქმით, კახნიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, მიმდინარეობს ბორდიურების, ტროტუარებისა და კორპუსებთან მისასვლელი საფეხმავლო გზების მოწყობა.
„ყველაზე მასშტაბური სამუშაოები კახნიაშვილის ქუჩაზე ტარდება, სადაც 5 100 კვადრატული მეტრი გზის საფარი იგება. გარდა ამისა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მესამე მასივის 11 მისამართზე, რომლებიც წლის ბოლომდე დასრულდება“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ვარკეთილის მესამე მასივის ცენტრალურ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, რაიონში წესრიგდება შიდა ეზოები, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა ტროტუარები.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024