თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის (მესამე მასივი) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივის რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საგზაო მოძრაობის მონიტორინგი და არსებული სირთულეების აღმოფხვრა იყო.
კერძოდ, საუბარი შეეხო მგზავრთა ახალი მოსაცდელების მოწყობას, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ ტაქსებისთვის უფასო პარკირების ადგილების დახაზვას და N71 ავტობუსის მარშრუტის ცვლილებას, რომლითაც ასეულობით ადგილობრივი მცხოვრებლების პრობლემა გადაიჭრება.
„მონიტორინგის შედეგად ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შესასწავლად მერიის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცა. მოკვლევა კი შემდგომი რეაგირებისათვის უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
დღესვე რაიონის მაჟორიტარი და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვარკეთილის მესამე მასივში ტაქსის მძღოლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მძღოლები თბილისის მერიის ინიციატივას ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ და გარკვეული სერვისებით უკვე სარგებლობენ.
„მოხარული ვარ, რომ ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებენ. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა და ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024