თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა ვარკეთილის მესამე მესავში საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსხელმძღვანელთან - კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერეს.
თამარ ტალიაშვილის თქმით, სკოლამდელი აღზრდის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება და მომსახურების მდგრადი განვითარება, მომავალ თაობაზე ზრუნვას ემსახურება,
,,მინდა მივულოცო სამგორის რაიონის მოსახლეობას აღზრდისა და განათლების ახალი კერის მშენებლობა, რომელშიც სრულად აისახება ყველა ის ახალი, გაუმჯობესებულ სერვისი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში თავისი ინოვაციურობით გამოირჩევა და მათ არაერთ საერთაშორისოორგანიზაციასთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდიც აღიარებს“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა წინასაარჩევნო დაპირების ერთ-ერთი ნაწილი იყო.
,,ჩვენ რაიონში საჯარო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ახალი ბაღი შენდება.
ველი, რომ სამგორის რაიონში და მესამე მასივში მცხოვრები პატარები კეთილმოწყობილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.“ -აღნიშნა დოხტურიშვილმა.
დეპუტატების განმარტებით ახალი ბაღი 8 ჯგუფიანი იქნება, შეძლებს მიიღოს 230-მდე აღსაზრდელი და აქვე დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მიმდინარე წელს 9 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო, აქედან 5 მათგანი შემოდგომაზე გაიხსნება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024