თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, უძოს ქუჩაზე (ყოფილი აეროდრომის N6 ქუჩა) მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე, 6 430 კვ. მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო, აგრეთვე მოწესრიგდა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები და მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები. გარდა ამისა, უძოს ქუჩის მიმდებარედ, მოეწყო საფეხბურთო მოედანი და ფიტნეს ზონები, ასევე, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მეწყერსაშიშ ზონებში გამაგრებითი სამუშაოები დაიგეგმა.
,,როდესაც ამ ქუჩაზე წინასაარჩევნოდ ვიყავი, მოსახლეობა ძალიან შეწუხებული იყო, რადგან გზა არ ჰქონდათ. მათ დავპირდი, რომ საგზაო ინფრასტრუქტურას აუცილებლად მოვაწყობდით. დღეს სახეზე გვაქვს შესრულებული დაპირება, რომელიც მესამე მასივის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან 50-60 წლის განმავლობაში აქ საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024