თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის (მესამე მასივი) მაჟორიტარმა წევრმა გიორგი დოხტურიშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან ერთად შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, უბნების კეთილმოწყობითი სამუშაოების ფარგლებში, კალოუბნის ქუჩა N32 - ში, ასევე I კვარტალის „ვ“ კორპუსის, VI კვარტალის, N8 და ზემო პლატოს N41 კორპუსების მიმდებარედ ფიტნეს ზონები მოეწყო.
,,ვარკეთილის მესამე მასივში ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ინფრასტრუქტურული სამუშაობი კვლავაც გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში ხდება როგორც სპორტული მოედნებისა და სკვერების, ასევე ფიტნეს ზონების მოწყობა’’,-განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, I კვარტლის „ვ“ კორპუსში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სახურავის და წყალსაწრეტი მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სამუშაოების ღირებულების 100% სამგორის რაიონის გამგეობამ დააფინანსა.
დღესვე, გიორგი დოხტურიშვილმა რაიონის გამგებელთან ერთად მოსახლეობას სამაჟორიტარო ოლქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.