თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს წევრებთან, ირაკლი ზარქუასთან და ლევან არველაძესთან, ასევე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად, მესამე მასივში მიმდინარე ინფრასტრუქუტურულ სამუშაოებს გაეცნო.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვარკეთილის მესამე მასივის რამდენიმე მისამართზე იცვლება წყალარინების ქსელი და მიმდინარეობს სართულშუა ნაპრალების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე საერთო სარგებლობის გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტება. დეპუტატის თქმით, ვარკეთილის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15-მდე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.
დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა და სამგორის რაიონის გამგებელმა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთანაც გამართეს და მათ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს. გიორგი დოხტურიშვილმა და კახაბერ გულედანმა აღნიშნული სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას პირადად გადასცეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024