თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, ამავე რაიონის გამგებელთან, კახა სამხარაძესთან და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ვარკეთილის მესამე მასივში მიმდინარე ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა საარჩევნო დაპირებებიდან განსახორციელებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
,,ჩვენს რაიონში საჯარო ბაღებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში გარკვეული ტერიტორიის მოძიება მოხერხდა, სადაც ახალი, 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაღი შენდება.
სასიხარულოა, რომ შემოდგომიდან სამგორის რაიონსა და მესამე მასივში მცხოვრები პატარები სკოლამდელი განათლების მიღებას კეთილმოწყობილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეძლებენ “ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ვარკეთილის ზემო პლატოზე, კორპუსი N1 - ის მიმდებარედ ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა 2285 კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
ბაღში 8 ჯგუფი იფუნქციონირებს და სკოლამდელი განათლების მიღებას ჯამში 260 - მდე ბავშვი შეძლებს, რომელთაც ნოემბრის თვიდან დაწესებულება მიიღებს მიიღებს.
გარდა აღნიშნული პროექტისა, ვარკეთილის მესამე მასივში, მომდევნო წელს 3 ახალი, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა არის დაგეგმილ