ისნის რაიონის მაჟორიტარი ლევან დავითაშვილი, გამგებელ კახაბერ ლაბუჩიძესთან და პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაზისუბანში, ახალი სკვერის პროექტი გააცნო. დასასვენებელი სივრცე ვაზისუბნის 4 მიკრორაიონი, II კვარტალში N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
„სკვერის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. ჩვენი მთავარი მიზანია ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, პარალელურად ჯუმბერ ლეჟავას ქუჩასა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებიც მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024