თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან ბექა დავითულიანთან და დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, აბაიშვილის ქუჩაზე დასრულებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრები 1800 - მდე ოჯახისთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა მიმდინარე მზარდი განაშენიანების შემდეგ, პროექტის შედეგით, საერთო ჯამში ორი ათასზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
„ვარკეთილის მესამე მასივში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა შედეგად მოეწყო და გაიმართა საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი, განხორციელდა საგზაო სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის მოედანის, ხოლო საფეხბურთო მოედნის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დასრულდება. ორივე მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. გარდა ამისა, დასახლებაში 5 ათას კვ.მ-ზე დასასვენებელი სკვერი მოეწყობა და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია“,- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სამუშაოების ფარგლებში, 35 000 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, აგრეთვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი.
პროექტის ფარგლებში, ორივე სტადიონის გარშემო დამონტაჟდება ლითონის იზოლირებული ბადე, ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024