თბილისის საკრებულოს ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით დღეს ვარკეთილი 3-ის ტერიტორია დასუფთავდა. მოირეცხა გზები და ნაგავშემკრები კონტეინერები, დასუფთავდა ეზოები და გაიწმინდა სანიაღვრე ქსელი. ვარკეთილი 3-ის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად, დასუფთავების აქციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიგა ახვლედიანი, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მონაწილეობდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები დედაქალაქის ქუჩებს ყოველდღიურ რეჟიმში ასუფთავებენ, რისთვისაც საკრებულოს თავმჯდომარემ მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქციები თბილისის სხვა რაიონშიც გაიმართება.
„რევაზ სოხაძის ინიციატივით დღეს ვარკეთილში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ კაპიტალურად დასუფთავდა ვარკეთილი 3-ის ტერიტორია.
ამგვარი აქციები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო რევაზ სოხაძეს ინიციატივისთვის, ასევე "თბილსერვის ჯგუფს" სპეციალური ტექნიკისა და თანამშრომლების მობილიზებისთვის. მსგავსი ტიპის აქციები თბილისის სხვა რაიონებშიც მოეწყობა“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე და სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი მონაწილეობს. ადგილზე, „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკაა მობილიზებული.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024