თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, წერნაქის ქუჩის ბოლოს მდებარე დოლაბაურის ხევში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ხევში ანტისანიტარია სუფევდა.
„დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურის, ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად, დოლაბაურის ხევის დასუფთავების სამუშაოები დავიწყეთ.
სასიხარულოა, რომ აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. არსებული უმძიმესი მდგომარეობა ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად გამოსწორდება და მოსახლეობას ეს ულამაზესი ხევი დაუბრუნდება“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024