საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ, რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს წევრ თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, დიღომში, იან ჰომერის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 5 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე უკვე 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამ დროისთვის გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
'' ჩემს სამაჟორიტარო ოლქში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს იან ჰომერის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. “- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ