თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა გულია გოცირიძემ, ამავე რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან და თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსთან, გურამ კავილაძესთან ერთად მისსავე სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
გლდანის VIII მ/რ–ის N27 და IV მ/რ–ის N5 კორპუსების II სადარბაზოებში ლიფტის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, რისთვისაც გამგეობამ 60 463 ლარი გამოყო. დღესვე დეპუტატმა ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა მოწყობისა და კანალიზაციის ახალი მილების გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024