თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ირემაშვილის №1-ში მცხოვრებ 50-მდე სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საკანალიზაციო სისტემის არსებული პრობლემა მოუგვარდება.
აღნიშნულ მისამართზე საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელი იყო, რის გამოც სასმელი წყალი ბინძურდებოდა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობას ქმნიდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ორი დღის წინ სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024