წყალსადენის ქუჩის 7 ნომერში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში,ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“ შენობაში, ლიფტის შახტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე ადგილზე გაეცნო.
დეპუტატის თქმით, შენობაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ 380 ოჯახს წლების მანძილზე ლიფტის არ არსებობით გამოწვეული პრობლემა აწუხებდა.
,,დღეს შესანიშნავი დღეა, რომელიც იქცა მორიგ ნიმუშად, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული თანამშრომლობით შედეგის მიღება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროს - სოზარ სუბარს და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს მურად აბლოთიას ამ დიდ საქმეში დახმარებისთვის” - განაცხადა შალვა ოგბაიძემ, რომელიც მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშოებში აქტიურად იყო ჩართული.
აღსანიშნავია, რომ ახლადმოწყობილი სივრცე სრულად აღიჭურვა შშმ პირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაციის შედეგად კი ლიფტის შახტა და კაბინა თანამედროვე სტანდარტების სრული გათვალისწინებით მოეწყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024