თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრის, დავით უთმელიძის ინიციატივით, ამავე რაიონში, კერძოდ, მე-60 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია სახელწოდებით - “სიცოცხლე სიცოცხლისთვის” მოეწყო.
აღნიშნულ აქციაში დეპუტატთან ერთად მონაწილეობა მე-60 საჯარო სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენლებმა, ასევე სკოლის მოსწავლეებმა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლებმა მიიღეს.
დასუფთავების აქციის ფარგლებში, მოწესრიგდა, განათდა და გამწვანდა სკოლის ეზო.
,,მსგავს აქციებში მონაწილეობა ნამდვილად მისასალმებელი და მისაბაძი ფაქტია. დიდი მადლობა ღონისძიების მონაწილეებს, რომლებიც ასე აქტიურად ზრუნავენ საკუთარი სკოლის ეზოზე, უბანზე და ქალაქზე“, - აღნიშნა დავით უთმელიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024