საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი წევრი დავით უთმელიძე ამავე რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი - საქართველში“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმარება-განკარგვაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის საკითხი განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი - საქართველში“ და საბურთალოს რაიონის გამგეობას შორის შემდგომში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.