თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით უთმელიძე საბურთალოს გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან და გამგეობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 203-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
„სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე“ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს სპექტაკლი „ქრისტეს შობა“ წარუდგინეს.
დავით უთმელიძემ სკოლის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს სიტყვით მიმართა, ბავშვებს ტკბილეული გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
„ძალიან ნიჭიერი ბავშვები ხართ, ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საოცარი სანახაობისთვის, რაც დღეს ჩვენ წარმოგვიდგინეთ, ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიკეთეს, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას“,-განაცხადა საკრებულოს წევრმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024