თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად საბურთლოზე, ჭილაძის ქუჩაზე, N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების, ახლად გაკეთებული სკვერი დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.
სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა.
„სასიხარულოა რომ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დღეიდან, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი გვექნება. რაც მთავარია, მოსახლეობა გახარებული და კმაყოფილია. აღნიშნული სკვერის მოწყობის პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები და ადგილობრივებს ხშირად ვხვდებოდით, ვისმენდით მათ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ სად რისი დადგმა სურდათ. სწორედ მათი სურვილების შესაბამისად მოეწყო ეს სკევრი. დიდი მადლობა მოსახლეობას ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე საბურთალოს რაიონის გამგეობას ამ სამუშაოების ჩატარებისთვის“- განაცხადა დავით უთმელიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024