თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუას საუბნო განყოფილების უფროსთან ლიკა მალიაშვილთან ერთად, ლისის ტბის დასახლებაში, კერძოდ, დგებუაძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
„აღსანიშნავი და ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დასახლებაში პირველად მიმდინარეობს საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემების მოწესრიგება-მონტაჟი“ - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
აღნიშნულ მისამართზე კომპანია GWP წყლის და საკანალიზაციო სისტემას აწესრიგებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი საბურთალოს რაიონული გამგეობის შესაბამისი სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს. აგრეთვე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024