თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა დავით უთმელიძემ მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდა იმ სამუშაოების შესახებ, რომლებიც 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დედაქალაქის მერიამ და სხვა მუნიციპალურმა სამსახურებმა უშუალოდ მისი მონაწილეობითა და შუამდგომლობით განახორციელეს. გასულ წელს განხორციელებულ სამუშაოებთან ერთად, მან ისაუბრა მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, მოსახლეობას გააცნო ქალაქში და საბურთალოს მე-5 ოლქში განსახორციელებელი პროექტები. დავით უთმელიძემ მოსახლეობას თბილისის საკრებულოში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა მოსახლეობის აზრი მოისმინა საბურთალოზე განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა.
„მადლობას გიხდით შეხვედრაზე მოსვლისთვის, აქტიურობისთვის და იმ გულშემატკივრობისთვის, რასაც თქვენ ჩემს მიმართ გამოხატავდით ამ წლის განმავლობაში. მიხარია, რომ ასე გიყვართ თქვენი უბანი და მაქსიმალურად ცდილობთ მიმდინარე აქტივობებში ჩართვას. თქვენი ინიციატივების და გვერდში დგომის გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებდით იმას, რაც გავაკეთეთ. მე მუდამ მზად ვარ თქვენს გვერდით ვიდგე, ჩემი წარმომადგენლობის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრა, რა თქმა უნდა ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი უაფრთხოების ნორმების სრული დაცვით “- განაცხადა დავით უთმელიძემ.
შეხვედრა ღია სივრცეში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩატარდა.