საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N 17-ის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაასრულა.
განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ, ამავე რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნულ მისამართზე 1 600 კვადრატული მეტრი ფართობი რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, მოეწყო ლედ განათების სისტემა, საჩრდილობელი და ყველა საჭირო ინვენტარი.
„კიდევ ერთი მწვანე და კეთილმოწყობილი სივრცე შეემატა ჩვენს რაიონს და ქალაქს, რაც ძალიან სასიხარულოა. აღნიშნულ სკვერში ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, დღეიდან კი ჩვენს თანამოქალაქეებს განახლებული და კეთილმოწყობილი სივრცე დახვდებათ. საბურთლოს გამგეობა აგრძელებს რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცეების შექმნას და მალე კიდევ უფრო მეტი ლამაზი სივრცე გვექნება ჩვენს რაიონში “, - განაცხადა დავით უთმელიძემ.