თბილისში, საბურთალოს რაიონში ზაქარიაძის ქუჩა N 10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ პროექტს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარის წარმომადგენლობის თანამშრომლები გაეცნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი კაუჩუკის საფარით მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. აგრეთვე, განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა.
ასევე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოიჭრა დაზიანებული ხეები, რომლებიც ახალი ხე-მცენაარეებით სექტემბრიდან ჩანაცვლდება.
გარდა აღნიშნული სკვერისა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარიაძის მცხოვრებლების მიერ საკუთარი ძალებით გამწვანებული ეზოც დაათავლიერა.
"ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, რითაც კიდევ ჩემს ოლქს ერთი მწვანე, თანამედროვე მოსასვენებლი სივრცე შეემატა. სექტემბერში სკვერში კიდევ დაირგვება ხეები. დღესვე ზაქარიაძის მცხოვრებლების მიერ გამწვანებული ერთ-ერთი ეზოც დავათვალიერე. აღნიშნულ ქუჩაზე ეს არაა პირველი შემთხვევა, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ გარემოზე განსაკუთრებით ზრუნავს, რისთვისაც მადლობას ვუხდი მას", - აღნიშნა დავით უთმელძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024