თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივით, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში მოსახლეობას გაეწია უფასო კონსულტაცია და დაენიშნათ მკურნალობის კურსი.
„ყველა პაციენტი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, სისხლძარღვთა ქირურგმა მამუკა ბოკუჩავამ პირადად გასინჯა. სამედიცინო აქციის დროს მოხდა ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება როგორიცაა აორტისა და თეძოს სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადება, ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება და აორტის ანევრიზმა. დაავადების დროული გამოვლენა, ხომ მასთან ეფექტურად ბრძოლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც სისხლძარღვების როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის ეფექტით ხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024