თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით, ზაქარია მაისურაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე, სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ამჟამად, ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როუდ სოლუშენი“ ასრულებს, დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოებისთვის სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 644 725 ლარია გამოყოფილი.
მომავალ წელს, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024