დღეს, გლდანის რაიონში მცხოვრებ 26 ოჯახს, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაუკანონდა.
ფართების დაკანონების მოწმობები მოქალაქეებს ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გულია გოცირიძემ, ოთარ გრიგოლიამ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გადასცეს.
„ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას ფართების დაკანონებას. აღნიშნული მერისა და დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წარმატებით სრულდება. სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, რომ ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.