თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე სკოლების მოსწავლეებთან ერთად ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდა.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, ამ ღონისძიების მიზანია, მოსწავლეები თანამედროვე ქართულ მხატვრობას გაეცნონ.
„ღონისძიება ინტერაქციულია, მოსწავლეები ინფორმაციის მიღების გარდა, საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში ჩაერთვნენ. სხვადასხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემით, მათ შესძლეს მიღებული ინფორმაციის გააზრება და მათთვის საინტერესო დეტალების დამახსოვრება,“ - აღნიშნა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024