თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის, გულია გოცირიძის ინიციატივით, გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მოსახლეობისთვის ყელ–ყურ–ცხვირის უფასო სამედიცინო კვლევა ჩატარდა.
ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე–ქევანიშვილის კლინიკაში, ექიმმა ზაზა ხუციშვილმა მოქალაქეებს ისეთ პრობლემებსა და დაავადებებზე, როგორებიცაა: სიყრუე და სმენის მძიმე ხარისხის დაქვეითება, შუა ყურის პათოლოგია, ტინიტუსი – ყურში ხმაური, ცხვირხახის ადენოიდებისა და ნუშურა ჯირკვლების ჰიპერტროფია, კვლევები ჩაუტარა და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა.
დეპუტატის შუამდგომლობით, მსგავსი აქციების ჩატარება კვლავაც იგეგმება.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024