თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრის გულია გოცირიძის ინიციატივით, ამავე რაიონის მოსახლეობისთვის ენდოკრინოლოგიურმა ცენტრმა ,,MG” და მარკეტინგულმა კომპანიამ ,,ასფარმა“ სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის უფასო სამედიცინო კვლევები ჩაატარა.
გლდანის ლუწი მიკრო რაიონებში მცხოვრებ 50–მდე მოქალაქეს ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაციასთან ერთად, ჯანმრთელობის პროფილაქტიკური გამოკვლევებისა და შესაძლო ავადობების პრევენციის მიზნით, ენდოკრინოლოგიური კვლევები (სისხლში გლუკოზის დონისა და საერთო ქოლესტერინის დონის განსაზღვრა) ჩაუტარდათ.
პაციენტებს, რომელთა გლუკოზისა და ქოლესტერინის მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას აღემატებოდა, კარდეოლოგიურ კვლევებთან ერთად მკურნალობის შესაბამისი კურსი დაენიშნათ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024