თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ მისსავე სამაჟორიტარო ოლქში სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროების მოკვლევის პროცესი დაასრულა.
დეპუტატი რაიონში არსებული ექვსივე საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა, არსებული პრობლემების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა და სკოლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.
,,ჩვენი მიზანია, რომ საჯარო სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროცესი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით დავიწყოთ. ჯანსაღი გარემო სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საჭიროა სპორტული მოედნების და დარბაზების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია, დერეფნების რემონტი, მოსაწესრიგებელია ღობეები, ეზოებში კი ასფალტის ახალი საფარის დაგებაა საჭირო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სკოლების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვაც’’,-განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024