თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრო რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, შშმ პირთა დღის ცენტრ ,,იას’’ ახალ შენობაში ეწვია. აღნიშნულ ორგანიზაციას მერიის ქონების მართვის სააგენტომ ახალი სივრცე გადასცა, რომელიც გერმანიის საელჩოს დაფინანსებით გარემონტდა.
,,შშმ პირთა ინტეგრაციისა და მათ მიმართ არსებული არაადეკვატური სტერეოტიპების მსხვრევის მიზნით, შშმ პირთა კავშირი ,,ია“ ბენეფიციართა მშობლების ინიციატივით 2005 წელს დაარსდა და დღემდე აქტიურად მუშაობს. მას ერთერთი ბენეფიციარის დედა- ქალბატონი ნინო ჭაბუკიანი ხელმძღვანელობს. ვთვლი, რომ ამგვარი ცენტრების არსებობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა გულია გოცირიძემ.
ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებს მათ მიერ მომზადებული საკონცერტო ნომრები წარმოუდგინეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის, ასევე გერმანიის საელჩოს, ვეტერანთა კავშირის, სხვადასხვა მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024