თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
საკრებულოს წევრმა, სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს საჩუქრები გადასცა. დეპუტატი სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
„ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხშირად ვსტუმრობთ. მათ დასახმარებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად საქველმოქმედო აქციებს ვმართავთ. რაიონის მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში მათთვის საჭირო საკითხებს ეტაპობრივად ვაგვარებთ“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024