თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე რაიონის 71-ე საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
წარმოდგენა სახელწოდებით „სურათები ძველი თბილისის ცხოვრებიდან“, მესამე კლასელების მიერ გაიმართა.
საკრებულოს წევრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიესალმა.
„ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა სამი წელია გრძელდება. ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს და სკოლისა თუ დეპუტატის წარმომადგენლობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ვმონაწილეობთ. საუკეთესო წარმოდგენა იყო. მაღალი ოსტატობით და გამომსახველობითი ხერხებით, ლამაზი კოსტიუმებით თამაშობდნენ ბავშვები. აქედანვე ჩანს მოზარდების ინტერესი, მათი დამოკიდებულება და სიყვარული მშობლიური ქალაქისადმი. ვუსურვებ მათ შემდგომ წარმატებებს სწავლასა და საქმიანობაში“,- განაცხადა ღონისძიებაზე გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024