თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
საკრებულოს წევრმა გლდანის მე-2 მიკრო რაიონში მცხოვრებ ელისო კირკიტაძე-წიკლაურის ოჯახს მეხუთე შვილის შეძენა მიულოცა და კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის დახმარებას დაპირდა.
„ვცდილობთ, რაიონში მცხოვრები არც ერთი მრავალშვილიანი ოჯახი ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს. ასეთ ოჯახებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვეხმარებით მათ“, - განაცხადა გულია გოცირიძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024