თბილისი საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრი, გულია გოცირიძე მოხუცთა პანსიონატს- ,,ბასილიადა“ ესტუმრა.
როგორც დეპუტატისთვის გახდა ცნობილი, პასიონატის მცხოვრებ მოხუცებს აღსარების ჩაბარების და ზიარების მიღების დიდი სურვილი ქონდათ. გულია გოცირიძემ მოხუცებს სურვილი შეუსრულა და მათ მამა დავითთან და მამა ლაზარეთან ერთად ეწვია.
დეპუტატი პანსიონატის ბენეფიციარებს გაესაუბრა, რის შემდეგაც მათივე შესრულებით სიმღერები მოისმინა.
გულია გოცირიძემ პანსიონატს საჩუქრად საკვები პორდუქტი გადასცა, მოხუცებს ჯანმრთელობა უსურვა და ამასთანავე დაპირდა, რომ მომავალში მათ მზრუნველობას და ყურადღებას არ მოაკლებდა.