თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონში მდებარე თეიმურაზ ბოჭორიშვილის (ყოფილი ხიზაბავრის) ქუჩაზე არსებული გასასვლელისა და ჩიხების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
გულია გოცირიძის თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 8 000 კვ. მეტრამდე ფართობზე მოეწყობა.
„აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარი საერთოდ არ არსებობდა. გასულ წელს თეიმურაზ ბოჭორიშვილისა და ხარაძის ქუჩებზე 15 920 კვ.მეტრ ფართობზე ცენტრალური გზა მოწესრიგდა. წელს კი, ჩიხებსა და გასასვლელებში გამგეობამ ჯერ სანიაღვრე ქსელი მოაწყო და შემდეგ გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო“,- განაცხადა გულია გოცირიძემ.