თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე დევნილებისათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს დაესწრო. დეპუტატმა მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს უძრავი ქონების დაკანონება მიულოცა.
დღეს, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 700-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა გადასცეს.
დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.
2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024