თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.
მათ შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
დეპუტატმა და სააგენტოს დირექტორმა გლდანის 2 მ/რ-ში არსებულ 167-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთ ფლიგელში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემები მოისმინეს და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.