თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი წევრი გულია გოცირიძე დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების პროცესს გაეცნო.
გლდანის რაიონის ცენტრალური, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩები, ევროსტანდარტების მიხედვით მოეწყობა. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა. სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) კი სამი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024