გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ, რაიონის გამგებელთან ბექა მუქაუტაძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. გულია გოცირიძის განცხადებით, გლდანის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება.
"ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. დღეს ადგილზე გავეცანით VIII მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება. პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს"- განაცხადა გულია გოცირიძემ.