თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი წევრი გულია გოცირიძე, საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, გამგებელთან ერთად, ჭელიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 900 კვ.მ-ზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო“- განაცხადა გულია გოცირიძემ.