თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე თავის სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თიკო წამალაშვილს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
გულია გოცირიძის თქმით, თიკო წამალაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის "ია"-ს აღსაზრდელია და მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული.
როგორც გულია გოცირიძემ აღნიშნა, თიკო წამალაშვილს ფანდურზე დაკვრის შესწავლა სურს. ამიტომ დეპუტატმა იუბილარს საჩუქრად მუსიკალური საკრავი გადასცა.
„ თიკო წამალაშვილს დაბადების დღე მივულოცეთ და საჩუქრად მისი საყვარელი მუსიკალური საკრავი - ფანდური გადავეცით. ვიმედოვნებთ, რომ ეს საჩუქარი მას საკუთარი სურვილის რეალიზებაში დაეხმარება“ - განაცხადა გულია გოცირიძემ.